ახალი ამბები
ხვალ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივა
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას დეპუტატები პარლამენტში 21 დეკემბერს, 16:00 საათზე  ელოდებიან. როგორც წინასწარაა ცნობილი, გახარია 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. მინისტრი, ასევე, ისაუბრებს 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -"ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეკითხვები ექნებათ დეპუტატებს, მათ შორის,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ. 

როგორც ცნობილია, მინისტრთან შესახვედრად პარლამენტში ზაზა სარალიძეც მივა.

Print