ახალი ამბები
სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდება
FaceBook
სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დასჯადი გახდება.
ცვლილებათა პაკეტი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" გაჩნდება "სექსუალური შევიწროების" დეფინიცია.

სექსუალური შევიწროება დარეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ასევე შრომით ურთიერთობებშიც. შესაბამისად, ცვლილებები შეეხება "შრომის კოდექსსაც".

საჯარო სივრცეში მსგავს ფაქტებზე რეაგირებას პოლიცია მოახდენს, ხოლო, სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის.

სექსუალური შევიწროებისთვის პირი 300–დან 1000 ლარამე დაჯარიმდება.

ცვლილებათა პაკეტზე საპარლამენტო განხილვები მას შემდეგ დაიწყება, რაც საბჭო ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირებს. 


Print