ახალი ამბები
„ფოტოგრაფიამ მოახერხა დროის შეჩერება“ - ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებების ფარგლებში საჯარო ლექცია და ფოტო ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.

ლექციაზე თანამედროვე ქართველი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს პრეზენტაცია გაიმართა..
ქართული ფოტოგრაფიის ევოლუციის ისტორია, საიდან დაიწყო, როგორი იყო გენეზისი და რა ეტაპზე იმყოფება ამჟამად ქართული ფოტოგრაფია.

როგორც პროექტის ავტორები მიუთითებენ, სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული.

აღშნული შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტის ისტორია -არქეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით მოეწყო. მოძრავი მუზეუმის ღონისძიება პირველი ივენთია შეხვედრების ციკლიდან, რასაც დეპარტამენტი უნივერსიტეტში გეგმავს.

"უნივერსიტეტში დაიწყო საინტერესო შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს მწერლობა, კინო, სახვითი ხელოვნბა და ა.შ. ამ ახალი წამოწყების ფარგლებში მოეწყო მოძრავი მუზეუმის ეს ლექცია-ჩვენებაც... ფოტოგრაფიის მეშვეობით კაცობრიობამ ყველაზე კარგად მოახერხა დროის შეჩერება. ფოტო ინახავს ისტორიას წარსულის შესახებ. ამიტომ შემთხვევითი არაა პირველი ლექცია ფოტოგრაფიას რომ მიეძღვნა", - აღნიშნა პროფესორმა თამთა თურმანიძემ.

სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის "სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის " ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.


Print