ახალი ამბები
ქუთაისში, ახალი წლის ღამეს, პიანისტი დათუნა ალადაშვილი დაუკრავს
FaceBook
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისის მერია პიანისტ დათუნა ალადაშვილის კონცერტის ჩატარებას გეგმავს.

კონცერტი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 დეკემბერს საღამოს საათებში გაიმართება.

დათუნა ალადაშვილმა პირველად კონცერტი ქუთაისში, ზაფხულში მუსიკალური ტურნე "პიანინოს" ფარგლებში გამართა.

მან 11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. 15 წლის ასაკში მიიღეს თბილისის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, 2007 წელს ალადაშვილი გადავიდა ნიუ-იორკში და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მას ასწავლიდა ვიქტორი მუშკატკოლი. ბოლო პედაგოგი ჯულიარდის სკოლაში იყო ჯერომ ლოვენტალი და მატი რაეკალიო. 2012წელს ალადაშვილმა დაამთავრა ჯულიარდის სკოლა ბაკალავრის დიპლომით. მუსიკოსს მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ფესტივალში. მათ შორის ვლადიმერ ნილსენის ფორტეპიანოს ფესტივალი სეგ-ჰარბორში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) 2008/2009 წლებში და ზალცბურგის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში-2011/2013 წლებში.

დავით ალადაშვილს პრესა უწოდებს "ემოციური ვირტუოზი,დაბადებული სცენისთვის". პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი,

Print