ახალი ამბები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს
FaceBook
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის კონსტრქუცია ისევ ძველი იქნება, ოღონდ ახალი დეკორაციებით. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი აღდგენილი ნაძვის ხე დამონტაჟდება. ააიპ "ქუთგანათების სერვისის" ინფორმაციით, ქალაქში არსებულ ყველა უსაფრთხოების კუნძულზე საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმება. მიმდინარე წელს ახალი წლის შეხვედრა ქალაქის ბიუჯეტს 100 000 ლარი დაუჯდება.

საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების უკმაყოფილებისა და კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა.

ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რომელიც შარშარ ქალაქის ცენტრში იდგა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს, საკუთარი სახსრებით შეიძინა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი ამ დრომდე არ დაუწყიათ

ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას

ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)

ქუთაისის მერია - საახალწლოდ სიახლეებს უნდა ველოდოთ

Print