ახალი ამბები
შსს–მ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე, 26 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები.

უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 საქმეზე.

მათ შორის არის ქუთაისის აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმა, რაზეც ერთი პირი, დავით გორგოძე დააკავეს, თუმცა, გორგოძე იმავე დღეს, 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შსს–მ სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე, დაიწყო "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიმართ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის არსებობა არ დადასტურდა, რის გამოც საქმე შეწყდა.

დანაშაულის არარსებობის საფუძველზე, 25 ფაქტიდან გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის 13 საქმეზე.

არჩევნებთან დაკავშირებით, დარღვევები გამოვლინდა ადიგენში, ბათუმში, აბაშაში, გურჯაანში, ბოლნისში, რუსთავში, ლაგოდეხსა და თბილისში.

Print