ახალი ამბები
ქუთაისში ცხრა მემორიალური დაფა განთავსდება
FaceBook
ქუთაისში ცხრა მემორიალური დაფა განთავსდება.

პატივგების კომისიის რეკომენდაციით :ნევროპათოლოგ კოტე გეგლაშვილის, მხატვარ ოთარ ქანდარიას, ექიმ ჯემალ გედენიძის , ქუთაისის პოლიტექნიკურის რექტორის ნოდარ ვალიშვილის, აფთიაქარ ჩიტო ბუზიაშვილის, მალხაზ კუხიანიძის, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის, ვასილ გურჯუას და საქართველოში პირველი კათოლიკე მისიონერების სახელობის დაფები დამზადდება.

დაფების მოწყობის თაობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაო 5`677 ლარის ფარგლებში უნდა განახორციელოს და ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში დაასრულოს.

Print