ახალი ამბები
TI პროკურატურას – დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე
FaceBook
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პროკურატურას, არჩევნების გაყალბების ფატქების გამოძიებისკენ მოუწოდებს. 
"15 დეკემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანაწერები, თუ როგორ აყალბებდნენ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებს სხვადასხვა გზით. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით, შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე. მათ შორის, დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა," – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლობა ამასთანავე, მიმართავს  ცესკოს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ.


Print
თეგები: #არჩევნები