ახალი ამბები
ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა
FaceBook
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან ერთად, ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია.
ახალი კონსტიტუციით ქვეყანა სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე. გაუქმდა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და მას საარჩევნო კოლეგია დაასახელებს. 2024 წლიდან კი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

კონსტიტუციაში ერთ–ერთი მთავარი ცვლილება პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება. ახალი რედაქციით, საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ დედაქალაქში იფუნქციონირებს.

ახალი რედაქციის მიხედვით, ასევე, გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად შეიქმნა ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი ქორწინების დეფინიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის მხოლოდ კაცისა და ქალის ერთობა. ახალი კონსტიტუციით სახელმწიფო, ასევე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა 2017 წლის 26 სექტემბერს მიიღო და მისი ამოქმედება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო დაგეგმილი.

Print