ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-დან 20 დეკემბრის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, 17-19 დეკემბერს ზოგან აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, 17-22 მეტრი წამში.

"ჰაერის ტემპერატურა ღამით შენარჩუნდება 4-9 0 სითბო, დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 10-დან 15 0-მდე", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, 21 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ღამით 3-8 0, დღისით 4 - 9. 22 დეკემბრიდან დროებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. 

Print