ახალი ამბები
კარტოფილით სავსე პარკები ქუთაისის მერიასთან (ფოტო)
FaceBook
"არა სალომეს!" – საპროტესტო აქციის შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქუთაისის მერიასთან კარტოფილით სავსე პარკები დატოვა.

"ნაციონალური მოძრაობამ" ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქცია გამართა.

მათ მერიასთან კარტოფილი, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის სიმბოლო, მიიტანეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლები მოისყიდა და არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურია.

დღეს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართა, მის გასაპროტესტებლად "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში  აქცია გამართა.



ფოტო: არჩილ გეგენავა

ამავე თემაზე:

"არა სალომეს" - გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში აქციას მართავს



Print