ახალი ამბები
"არა სალომეს" - გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში აქციას მართავს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარტოფილები მიიტანეს.

"ასეთი მასშტაბის გაყალბებული არჩევნები არ მახსენდება შევარდნაძის პერიოდის შემდგომ და ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. როდესაც ძალა ლაპარაკობს,  მართალი დუმს. ძალის გამოყენებით ცდილობს ხელისუფლება დაელაპარაკოს საკუთარ მოქალაქებს", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი წარმომადგენელი, გია თევდორაძე.

მათი თქმით "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლები მოისყიდა და არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურია.
Print