ახალი ამბები
თელავში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
FaceBook
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალი 15 საათზე დაიწყება.

ცერემონია თელავში ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება და 40 წუთს გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს რის შემდეგაც მიენიჭება უფლებამოსილება და ოფიციალიურად გახდება
საქართველოს პრეზიდენტი.
ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტი საზეიმო მიღებას გამართავს თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში.

ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ასევე 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საქართევლოს საგარეო უწყების ინფორმაციით ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება:
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა სტუმრები.

ინაუგურაციის გარდა თელავში სხვა ღონისძიებაც გაიამართება ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ საპროტესტო აქციების ჩატარებას აანონსებს. აქციას პარტიის წარმომადგენლები ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.


Print