ახალი ამბები
„წინააღმდეგი ვარ, რომ პარლამენტის შენობა გაიყიდოს“,–კობა ნარჩემაშვილი
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შემდეგ ქალაქის ფუნქციურ დატვირთვაზე ისაუბრა.
როგორც მან "მედია რუმში" განაცხადა, საკითხი არ უნდა იდგეს იმგვარად, რომ პარლამენტის შენობაში მთავარია რაღაც  განთავსდეს და იმან, რაც გამოთავისუფლებულ შენობაში გადავა, რეალურად ფუნქცია უნდა  შესძინოს ქალაქს.

"პარლამენტი გადავიდა და ეს შენობა რაღაცით უნდა დავაკავოთ, ასე არ უნდა დადგეს საკითხი. ამ შენობისთვის ხარჯები ადრეც ბიუჯეტიდან იხარჯებოდა და მერეც ასე იქნება, ამიტომ, მე წინააღმდეგი ვარ მისი გაყიდვის. ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ფუნქციონირების ქვეშ და უნდა იყოს მიბმული ქუთაისის განვითარების პერსპექტივაზე. მაშინ იქნება ეს კომპენსირებული გადაწყვეტილება იმის საპასუხოდ, რაც იქნა მიღებული რეგლამენტით",–განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ქუთაისის მერის პოსტზე მისი ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის ლობირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და ამას  კონკრეტული ჯგუფის მიერ წვრილმანი ინტრიგნობა უწოდა. 
Print