ახალი ამბები
„ეს არის ინტრიგნობა“ – კობა ნარჩემაშვილი მისი ძმის ქუთაისის მერის პოსტზე ლობირებაზე
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი, მისი ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის ქალაქის მერის პოზიციაზე ლობირებას წვრილმან ინტრიგნობას უწოდებს.
როგორც მან "მედია რუმში" საუბრისას განაცხადა, ერთ კონკრეტულ ჯგუფს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

"მე ვივმართავ მათ, ვინც ცხოვრობს ქუთაისში, რომ ეს  სხვა არაფერია, თუ არა თქვენი შეცდომაში შეყვანა და ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ კულუარულ ჭორებს ავრცელებენ, ჰქონიათ, რომ საზოგადოება იმდენად გაუთვითცნობიერებელია პოლიტიკურად, რომ ყველაფერს დაიჯერებს.  გარდა იმისა, რომ ვარ ქუთაისის ერთ–ერთი ოლქის მაჟორიტარი, მე ჩემს ხვალინდელ დღეს არანაირად არ ვუკავშირებ თვითმმართველობას, მითუმეტს, ამას არ ფიქრობს ჩემი ძმა და აბსოლუტურად ტყუილია ვერსიები ქალაქის მერთან დაპირიპირების შესახებ. მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, როგორიც უნდა ჰქონდეს დეპუტატსა და თვითმმართველობაში მყოფ ჯგუფს", – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

"მედია რუმში"  კობა ნარჩემაშვილმა ქუთაისის  განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი, თუმცა, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა.


Print