ახალი ამბები
„პარლამენტის გადატანაზე მსჯელობა მაშინ უნდა დაგვეწყო, თუ ქუთაისში სხვა პროექტები განხორციელდებოდა“
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი, კობა ნარჩემაშვილი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში უნდა მიეღო, თუ ქუთაისში სხვა სოციალური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდებოდა.

ნარჩემაშვილის თქმით, ეს პოზიცია მხოლოდ ქუთაისის მაჟორიტარებმა გაიზიარეს.

"საკონსტიტუცი კომისიის სხდომებზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო რეგლამენტით, არ ყოფილიყო მითითებული პარლამენტის ადგილსამყოფელი. რეგლამენტის განხილვების დროს მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ მიზანშეწონილად მიმაჩნდა, რომ პარლამენტის შენობა განთავსებულიყო როგორც თბლისში, ისე ქუთაისში და გვემუშავა იგივე რეჟიმში, რა რეჟიმშიც ჩვენ პრაქტიკულად ვმუშაობდით 2012 წლიდან. სამწუხაროდ, უმრავლესობის მხრიდან ეს პოზიცია არ იქნა გაზიარებული და ამ პოზიციაზე დავრჩით მხოლოდ ქუთაისის მაჟორიტარები. კარგი იქნებოდა პარლამენტთან მიმართებაში მსჯელობა დაგვეწყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა საჭირო და ქუთაისში სხვა სოციალური, ინფრასტრუქტურლი და საგანმანათლებო პროექტები განხორციელდებოდა, რომელიც ხელშესახებ შედეგებს გამოიღებდა ქალაქისთვის",–განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ქუთაისის არც ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა პარამენტის რეგლამენტს მხარი იმის გამო არ დაუჭირეს, რომ რეგლამენტში პარმანეტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა.

Print