ახალი ამბები
ვარციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
FaceBook
ვარციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მგზავრების ნაწილი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში გადაიყვანეს.

კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის,  გიორგი მამრიკიშვილის თქმით,სამედიცინო დაწესებულებაში  დილით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. მათგან ორი  უკვე გაეწერა, დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბულურად მძიმეა.

ქუთაისი - ვანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი დღეს დილით გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სსკ-ს  276 – ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო,რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.
Print