ახალი ამბები
ქუთაისი – ვანის გზაზე ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
FaceBook
ქუთაისი - ვანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

შემთხვევა დილის შვიდ სათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 8 ადამიანი.

"ერთ–ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, დანარჩენ შვიდს კი ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანებები აქვთ. მათგან 3 გადაყვანილია ქუთაისში, ცხაკაიას კლინიკაში, დანარჩენი კი თბილისში ინგოროყვას კლინკაში," – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე 276 – ე მუხლის პირველი ნაწილითაა გამოძიება დაწყებული, რაც  სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.
Print