ახალი ამბები
"ნაჩქარევად შემოტანილი ბიუჯეტი" - "ევროპული საქართველო" ქუთაისის ბიუჯეტს აკრიტიკებს
FaceBook
2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტი მიმართულია "ქართული ოცნების" ჩინოსნებისა და მათი აქტივისტების შესანახად.

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ.

"მოსახლეობამ მიიღო პასუხი თუ რატომ აირჩია პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი. ეს არის მენეჯმენტის პრობლემა ქუთაისის მერიაში - ნაჩქარევად შემოტანილი ბიუჯეტი. რაიმე ტიპის ინოვაციური სიახლები არ არის წარმოდგენილი, რაც მერიის სისუსტეზე მეტყველებს", - ამბობს დავით გოგისვანიძე.

მერაბ მეშველიანის თქმით, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს განვითარებას ყურადღება არ ექცევა და კომისიის წევრებს ბიუჯეტის გონივრულ განხილვას ურჩევენ.

მათივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში აუთვისებელი გახდა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში გამოყოფილი თანხები.

ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილის, რუსუდან ჩინჩალაძის თქმით 2019 წლის ბიუჯეტი არა ჩინოსნების ხელფასებზე, არამედ სხვადასხვა პროექტებზე გაიწერა.
Print