ახალი ამბები
დღეს კიევში ქუთაისელი ფოტოგრაფების გამოფენა გაიმართება
FaceBook
3 ქუთაისელი ფოტოგრაფის: ლევან ლექვინაძის, დათო მირზაშვილის და არჩილ გეგენავას ნამუშევრების ფოტოგამოფენა  სახელწოდებით  - "Georgia, Kutaisi - must see!"


დღეს, 24 ივლისს, კიევში, ჯულიანის აეროპორტი ქუთაისელი ფოტოგრაფების გამოფენას უმასპინძლებს. ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით "Georgia, Kutaisi - must see!".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება
3 ქუთაისელი ფოტოგრაფის: ლევან ლექვინაძის, დათო მირზაშვილის და არჩილ გეგენავას ნამუშევრები, რომელიც ძირითადად გადაღებულია ქუთაისსა და მის შემოგარენში.
გამოფენა გაიხსნება კიევის დროით 16::00-ზე.
ფოტოგამოფენის მიზანია ხელიშეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და უკრაინიდან ქუთაისის მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს.
გამოფენის მხარდამჭერები არიან, საქართველოს საელჩო უკრაინაში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, ავიაკომპანია YanAir, კიევის, ჯულიანის აეროპორტი.
Print