ახალი ამბები
არასრულწლოვანისთვის პიროტექნიკის მიყიდვა, შესაძლოა, აიკრძალოს
FaceBook
18 წლამდე პირისთვის პიროტექნიკის მიყიდვა, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში იმატებს პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები, როგორც არასრულწლოვანებში, ასევე, ზრდასრულ პირებში.

მისივე თქმით, 2018 წლის 2 იანვრის მონაცემებით, პიროტექნიკით დაზიანების 44 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ტრავმა 24–მა ბავშვმა მიიღო.

"ევროპის ქვეყნებში არსებობს საკმაოდ ბევრი რეგულაცია, რომელიც აწესრიგებს არამხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვას, არამედ, აწესებს ძალიან მკაცრ წესებს შეფუთვისა და მარკირების თვალსაზრისით. ამ ეტაპზე, ასაკობრივი შეზღუდვა არის ის პირველი ნაბიჯი, რაც დაიცავს ჩვენს შვილებს, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას", – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

არასულწოვანისთვის პიროტექნიკის მიყიდვისთვის ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო, იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გაორმაგდება.

კანონზე კონტროლი და მისი აღსრულების მექანიზმების შემუშავება,  ადმინისტრაციული ერთეულების შესაბამის სამსახურებს დაევალება.

Print