ახალი ამბები
პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
FaceBook
91 მომხრე 9 –ის წინააღმდეგ, პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
პლენარული სხდომა დღეს ერთი საათის დაგვიანებით დიაწყო, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობა იყო.

ბიუჯეტი კენჭისყაზე 12 დეკემბერს უნდა გასულიყო, თუმცა, გუშინ სესიაზე კვორუმი არ შეიკრიბა, რის გამოც კენჭისყრა გადაიდო.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 13 მილიარდი ლარია.

2019 წლის ბიუჯეტში მთავარი მიმართულება სოციალური სფეროა. პრიორიტეტულ მიმართულებად, ასევე, დასახელდა ინფრასტრუქტურა, თავდაცვა და უსაფრთხოება.

მთავრობა ბიუჯეტს სოციალურად მორგებულს უწოდებს. ოპოზიცია კი თვლის, რომ ხელისუფლება საბიუჯეტო პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებს.


Print