ახალი ამბები
ხარაგაულში ახალი ბიბლიოთეკის მოსაწყობად 92 223 ლარი გამოიყო
FaceBook
ბიბლიოთეკაში მომხმარებელს 27 000 წიგნიდან შეეძლება არჩევანის გაკეთება.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალი შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება.
"ხარაგაულში ამ დრომდე ბიბლიოთეკა არასტანდარტულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თამაშრომლებისა და მკითველებისთავის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.  ახალი ბიბლიოთეკა გაცილებით დიდ ფართში განთავსდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. შენობაში სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზებიც იფუნქციონირებს. ბიბლიოთეკაში მომხმარებელს 27 000 წიგნიდან შეეძლება არჩევანის გაკეთება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 92 223 ლარით დაფინანსდა," - აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ბიბლიოთეკის სარებილიტაციო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს დაათვალიერეს.
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება. საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები 500 ბიბლიოთეკის ბაზაზე ამოქმედდება. საპილოტე პროექტების განხორციელება ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.

Print