ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლე კარნეგი-ჰოლის სცენაზე იმღერებს
FaceBook
ქუთაისელი მოსწავლე ანა ჯგერენაია კარნეგი-ჰოლის სცენაზე იმღერებს.

ანა მე-17 საჯარო სკოლის მე-12 კლასელია და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის (პედაგოგ გიორგი ლომთაძის კლასი) კურსდამთავრებული.

მან 2018 წლის ოქტომბერ- ნოემბერში მონაწილეობა მიიღო შესარჩევ კონკურსში American Protege და პირველი ადგილი მოიპოვა საოპერო მუსიკის კომპონენტში, რის შემდეგაც პროექტის ხელმძღვანელობამ ამერიკაში მიიწვია. ანა ნიუ-იორკში ათ დღეს დაჰყოფს.

"ინფორმაცია კონკურსის შესახებ თავად მოვიძიე ინტერნეტში. გადავაგზავნე ჩემი სამი ვიდეო და მივიღე პასუხი გამარჯვების შესახებ", - ამბობს ანა ჯგერენაია.

ანა დედასთან ერთად 2018 წლის 20 დეკემბერს გაემგზავრება ამერიკაში და 23 დეკემბერს კარნეგი- ჰილის სცენაზე შეასრულებს ცნობილ არიებს.



Print