ახალი ამბები
პირველი იანვრიდან მანდატურის ხელფასი იზრდება
FaceBook
2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება. ამასთანავე, მანდატურის აყვანა დამატებით 130 საჯარო სკოლაში მოხდება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, ეს გაზრდის როგორც მანდატურების მოტივაციას, ასევე, გაზრდის სკოლებში უსაფრთხოების ხარისხს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა ინკლუზიური განათლების დაფინანსების ზრდაზე. მისივე თქმით, დამატებითი სოციალური პაკეტით ისარგებლებენ პედაგოგები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ.

განათლების პროგრამების ბიუჯეტი 2019 წელს  1 194 000 ლარია.

Print