ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობა მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, საახალწლო გარევაჭრობა ფალიაშვილის ქუჩაზე, გვირაბის ზემოთ არსებული ტერიტორიაზე და ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის უკან მიმდებარედ  მოეწყობა. 

მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო გარევაჭრობა ნებადართული, ერთი თვით, მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრამდე იქნება.

"ავტოსადგურის წინამდებარე ტროტუარებზე საახალწლო გარევაჭრობა აკრძალული იქნება და ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ამას მაქსიმალურად გააკონტროლებენ", - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია. 

მათ ვისაც, გარევაჭრობით სარგებლობა სურს, ამის თაობაზე განაცხადი მერიაში უნდა შეიტანონ. საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვის  მისაღებად მოქალაქეების განაცხადების მიღება დაწყებულია.

ადგილობრივი თვითმმართველობა, საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვას ყოველწიურად გასცემს.
Print