ახალი ამბები
"ნუ გადატეხავთ ჯოხს მათზე" – ოპოზიცია საბინაო სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი მერიას მოუწოდებს პოლიტიკური ნიშნით რეორგანიზაცია არ ჩაატარონ. "გავიგეთ, რომ საბინაო სამსახურის გაუქმებას აპირებთ. მაგრამ ნუ გადატეხავთ ჯოხს საბინაო სამსახურზე. რადგან სწორედ საბინაო სამსახური ახორციელება ისეთ პროექტებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. ამიტომ კარგად დაფიქრდით," -  განაცხადა საკრებულოს სხდომაზე  მერაბ მეშველიანი.

საკრებულოს  უმრავლესობის წარმომადგენლებმა მეშველიანს უპასუხეს, რომ  ჯერ–ჯერობით არაა  დღის წესრიგში საბინაო სამსახურის გაუქმება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში შემცირდება როგორც შტატები, ასევე, სამსახურების რაოდენობა.
ცვლილება შეეხება საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს, რომელიც, სავარაუდოდ, გაუქმდება და ინფრასტრუქტურის სამსახურს დაექვემდებარება.

ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა მერიაში სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე. რაც შეეხება, მის მოადგილეს, თამარ მინაძეს, ქუთაისიპოსტის ინფრმაციით, ის პოსტს დატოვებს.

სავარაუდოდ, ასევე, გაათავისუფლებენ აუდიტის განყოფილების უფროსს, გოჩა ავალიანს.

ქუთაისის მერიაში  მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ამის შესახებ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა და 2019 წლის 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.


Print