ახალი ამბები
„ხმა გაკმინდე“– ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
FaceBook
პარლამენტში, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.



დაპირისპირება თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიასა და "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატს, ირმა ინაშვილს შორის მოხდა, რაც ნიკა მელიას მიერ  არჩევნებსა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის  გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

ნიკა მელიამ ხელისუფლებას დამნაშავეები უწოდა და სისხლიანი არჩევნების ჩატარებაში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარეს კი დამნაშავე უწოდა. 

მელიას პასუხად ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც რეჟიმი გასამართლდება. 

"ხმა გაკმინდე და წყნარად იჯექი მანდ. თქვენ, როგორც რეჟიმი ძალიან მალე გასამართლდებით",–განაცხადა ინაშვილმა, რის შემდეგაც იგი მელიასთან მიიჭრა და ფურცლები აუფრიალა. 

კამათში ჩაერთნენ უმრავლესობის დეპუტატები, ემზარ კვიციანი და ზაზა პაპუაშვილი, რის შემდეგაც, ნიკა მელია დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.

პარლამენტის  თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

სხდომათა დარბაზში შესვენება გამოცხადდა.
Print