ახალი ამბები
"მეშახტეებს ეჭვი გვაქვს, რომ შახტი არ ამუშავდება" – ტყიბულის მეშახტეები
FaceBook
ტყიბულში, მეშახტეები მთავრობას მოუწოდებენ მინდელის სახელობის შახტში მოპოვებითი სამუშაოები იანვრიდან აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესო აქციებით იმუქრებიან.

ამის შესახებ მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსმა ხვიჩა გაბუნიამ "მედიარუმში" განცხადა.

"გვაქვს ჭვი, რომ პრემიერ–მინისტრის დაპირება, რომ 1 იანვრიდან მოპოვებითი სამუშაოები აღდგება, არ შესრულდება. 17 ნოემბერს ვართ დაბარებული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მაგრამ იმათაც არ აქვთ პასუხი თუ როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვითხოვთ, არ შეწყდეს მუშაობა. ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო არა მხოლოდ მეშახტეებისთვის, არამედ ტყიბულში მცხოვრები ყველა ადამიანისთვისშახტეები და მთელი ტყიბულის მოსახლოება მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სამუშაოები აღადგინონ დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში გამოვალთ, ვიშიმშილებთ და პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ", – განაცადა ხვიჩა გაბუნია.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო სამი თვეა მუშაობა შეჩერებულია. შახტაში საწარმო პროცესი ივლისის აფეთქების შემდეგ შეწყდა, მეშახტის დაღუპვის შემდეგ შეჩერდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას უბედური შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.

"საქნახშირში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას შახტის გახსნასთან დაკავშირებით დასკვნის დადების შემდეგ მიიღებენ, რომელზეც ცალმხრივი კომისიისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, გერმანელი ექსპერტები მუშაობდნენ.


ამავე თემაზე:

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
Print