ახალი ამბები
„ყავაზე ვპატიჟებ, იქნებ ასე მაინც მოვიდნენ“ – ერთი კაცის პროტესტი იუსტიციის სახლთან
FaceBook
ქუთაისელი ფოტოგრაფი, მამუკა კაკაურიძე, იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ყიდვის უფლება მიენიჭათ, მარტო აპროტესტებს.

ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში შენობასთან გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც ადამიანებს ყავაზე ეპატიჟება.

ის ამბობს, რომ ამით ირონია გამოხატა იმათ  მიმართ, ვისაც,  მისივე თქმით, ქართული მიწის ბედი არ აწუხებს.

"ეს არის ერთგვარი ირონია. ისე არ მოდიან და ყავაზე დავპატიჟებ, იქნებ ასე მაინც მოვიდნენ. თითქოს პარლამენტის გადატანა აწუხებთ ქუთაისიდან და ამას აპროტესტებენ, მაგრამ არავინ მოვიდა ქართული მიწის დასაცავად. რად გვინდა პარლამენტი თუ მიწა არ გვექნა"? – ამბობს მამუკა კაკაურიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის უფლების შეზღუდვა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.


ფოტო: მამუკა კაკაურიძე
Print