ახალი ამბები
ზესტაფონში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)
FaceBook
ზესტაფონში აქციის მონაწილეები, რომლებიც  ქალაქის  მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან გადადგომას  ითხოვენ,  პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ  მათ პროკურატურამ   უნდა გასცეს  პასუხი,  თუ რატომ არ ხდება  ამ დრომდე კახაბერ მახათაძის მიმართ    დევნის გამოცხადება, რომლის წინააღმდეგაც უკვე 8 თვეა  რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

აქციის მონაწილეები კითხვებზე პასუხების მისაღებად რაიონული პროკურორის მოადგილესთან, როინ ტყაბლაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ კი, რაც ტყაბლაძე მათთან არ ჩამოვიდა, ისინი შენობაში შეიჭრნენ.  



ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

ამავე თემაზე:

"მერი უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია ზესტაფონში (ვიდეო)

დღეს, ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას ითხოვს
Print