ახალი ამბები
"მერი უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია ზესტაფონში (ვიდეო)
FaceBook
ზესტაფონის მერიასთან, ქალაქის მერის, კახა მახათაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. კახა მახათაძის მოწინააღმდეგეებმა მოგვიანებით პროკურატურასთან გადაინაცვლეს  და ზესტაფონის  მერის მიმართ დევნის დაწყება მოითხოვეს.

მათი თქმით, მახათაძის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

"ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ასეთ ადამიანს არ უნდა ებაროს ქალაქის ბედი. ის უნდა ვაიძულოთ რომ თანამდებობა დატოვოს, "-ამბობს გიორგი გოგლიჩიძე. აქციის მონაწილეები მახათაძეს ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

აქციის   მონაწილეები ახლა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურასთან   იმყოფებიან და  შენობაში შესვლას ითხოვენ. 



ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.


ამავე თემაზე:

ზესტაფონში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

"მერი უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია ზესტაფონში (ვიდეო)

დღეს, ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას ითხოვს
Print