ახალი ამბები
გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
FaceBook
ქუთაისში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 75 წლის მამაკაცს სახისა და ზურგის ორივე ზედა კიდურის არეში 17 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. პაციენტი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში დილის 09:30 საათზე შემოიყვანეს და ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

10 დეკემბერს დილის საათებში ახალგაზრდობის ქუჩაზე ბუნებრივი გაზის გაჟონვამ აფეთქება  გამოიწვია. შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში გაზის გაჟონვის შედეგად მამაკაცი დაშავდა
Print