ახალი ამბები
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
FaceBook
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კლდის მასა საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე  ჩამოიშალა.

აღნიშნულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Print
თეგები: #გზა