ახალი ამბები
ქუთაისში აღმოჩენილ მღვიმეს, პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ ორი წლის წინ მიაგნო
FaceBook
ქუთაისში, ჭახათას უბანში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ მღვიმეს, პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ ორი წლის წინ მიაგნო.
ჯულაყიძემ ამის შესახებ გასულ წელს ფეისბუკის გვერდზე დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

პროფესორი წერდა, რომ კარიერზე ერთ–ერთი კერძო კომპანია მოპოვებითი სამუშაოებისთვის აფეთქებებს აწარმოებდა.

"ე.ი. მღვიმე მდებარეობს ქ. ქუთაისიდან 1 კმ. -ში ჭახათასთან არსებულ ინერტული მასალების კარიერზე! ის გამოჩნდა შარშან, მორიგი აფეთქების შემდეგ! სასიამოვნოა, რომ მღვიმის შესასვლელშივე შევამჩნიეთ ღამურების პატარა კოლონია 40-ამდე ინდივიდი! მღვიმის მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 5-7 მ. სიგანე 3-4 მეტრი, შუა ნაწილში არის (სავარაუდოდ) ჭა, რომელშიც წყალი ჩაედინება და მიწა აქვს მიყრილი, მაგრამ საშიშია იქ დგომა, ისეა თიხა და ქანები განლაგებული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩაინგრევა(მე ასე მომეჩვენა, ყოველ შემთხვევაში) კარიერი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და დაქირავებული კერძო კომპანია მუშაობს, ზაფხულიდან განახლდება აფეთქებები და მასალის მოპოვება!

მღვიმის სიგრძე სულ 30მ. -მდე იქნება, აქვს ზემოთ ერთი სართული, ზუსტად ვერ გავარკვიე დამოუკიდებლად გრძელდება, თუ ძირითად ტოტს უერთდება",–წერს ირაკლი ჯულაყიძე 2017 წლის 30 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში.








ფოტოები აღებულია ირაკლი ჯულაყიძის ფეისბუქის გვერდიდან

ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ მაშინ ამ ფაქტს სათანადო ყურადღება არ მიექცა.

ჭახათას უბანში უნიკალური მღვიმის აღმოჩენის შესახებ,  ექიმმა, ვახტანგ სიხარულიძემ ორი დღის წინ განაცხადა.

მღვიმით უკვე დაინტერესდნენ სპელეოლოგები. მათი თქმით, მღვიმე უნიკალურია და ის, შესაძლოა, 30–50 ათასი წლის  იყოს.


Print