ახალი ამბები
თერჯოლაში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
FaceBook
თერჯოლის სოფელ ჭოგნარში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ახალგაზრდა მამაკაცმა სახლიდან 7 500 ევრო, 900 დოლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.
ქურდობის ფაქტზე უკვე დაკავებულია 1982 წელს დაბადებული გ.გ.

სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნაწილი - ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ოქროს ნივთები, რომლებიც გ.გ.-მ ამავე სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლში დამალა.

როგორც ირკვევა, გ.გ.–ს მიერ ჩადენილი ქურდობის ეს პირველი ფაქტი არ არის. დაკავებულმა აღიარა, რომ იმავე სოფელში წარსულში ერთ–ერთი მოქალაქის სახლიდან 5000 ლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print
თეგები: #შსს #ქურდობა