ახალი ამბები
ქუთაისში, სავარაუდოდ, 30-50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, ჭახათაში მღვიმე აღმოაჩინეს. მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს,  ქუთაისელმა ექიმმა,  ვახტანგ სიხარულიძემ და მისმა ძაღლმა, ორი კვირის წინ  აღმოაჩინეს. 

"სეირნობის  დროს ცოტა უცენაურად მომესმა ექო და ამან დამაინტერესა", – ამბობს  ვახტან სიხარულიძე.

6ead3064d22d317d5412bfb1de1.jpg" border="0">

6 დეკემბერს ვახტანგ სიხარულიძის აღმოჩენილი მღვიმე სპელეოლოგებმა, ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. როგორც ისინი ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.

მღვიმეში პირველი ექსპედიციის შემდეგ სპელეოლოგები აზუსტებენ არის თუ არა სადმე აღწერილი ეს მღვიმე, თუმცა, იმაზე დაყრდნობით რაც ნახეს, ვარაუდობენ, რომ ეს ახალი აღმოჩენაა  და ეს ადგილი დღემდე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ ყოფილა აღწერილი.
სპელეოლოგების თქმით, დაწყებულია მღვიმის დეტალური შესწავლა.
Print