ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
FaceBook
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ახალ მმართველად ბექა ბარბაქაძე წარადგინა.

კომპანიის ცნობით, ბექა ბარბაქაძე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2014 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა-მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, იყო კომპანიის დირექტორის მრჩეველი და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.

მანამდე წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრს ირაკლი ტურძელაძე, ორი წლის განმავლობაში, მართავდა. მისი თქმით, ხელმძღვანელის პოსტზე მეორედ დანიშვნის სურვილი არ ჰქონდა. 

"ამ ეტაპისთვის, დროებით უმუშევარი ვარ. დავისვენებ ცოტა ხანი. ახალი წლიდან შეიძლება კერძო სექტორში გადავიდე", - ამბობს ირაკლი ტურძელაძე.

Print