ახალი ამბები
მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, გზაზე ამობრუნდა
FaceBook
მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, ქუთაისი-ხონის გზაზე ამობრუნდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე სამხედრო. ისინი მსუბუქი დაზიანებით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ჩხობაძის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის შემდეგაც სავალ გზაზე გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევა 08:00 საათზე მოხდა. 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე ს/ს კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.
Print