ახალი ამბები
"იანვარში სესიები არ გაიმართება, აპარატურა თბილისში უნდა გადაიტანონ“ – თამარ ჩუგოშვილი
FaceBook
"მომავალი წლიდან პირველი სესია თბილისში ჩატარდება", – ამის შესახებ საართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის იანვრიდან უკვე დაიწყება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან ტექნიკის დედაქალაქში გადატანა.

"იანვარში (ქუთაისში) სესიები არ გაიმართება, რადგან აპარატურა ქუთაისიდან თბილისში უნდა გადაიტანონ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატები დღეს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა.


Print