ახალი ამბები
ქუთაისის მერი თურქეთში ისვენებს
FaceBook

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურიდან ხუთ დღეში ქუთაისის მერი, ხუთი დღით, შვებულებაში გავიდა.


შვებულებაში ყოფნის მიზეზზე ქუთაისიპოსტი გიორგი ჭიღვარიას დაუკავშირდა. თუმცა, ქალაქის მერმა მის გადაწყვეტილებაზე პასუხის მისაღებად პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

"ცოლთან ერთად გავიდა შვებულებაში, დასასვენებლად იმყოფება თურქეთში. ორშაბათს დაბრუნდება სამსახურში," -  აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.


ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მეუღლე თამთა ფოფხაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გახლავთ. ამ დროისთვის ისიც შვებულებაში იმყოფება. 

შვებულებაში გასვლამდე სამი დღით ადრე, 30 ნოემბერს, ქუთაისის მერმა ბრძანება გამოსცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის დაწყების თაობაზე.

მერიაში რეორგანიზცია სამ თვეში უნდა დასრულდეს.

Print