ახალი ამბები
28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახმა, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს
FaceBook
ქუთაისელი ინგა ბალანჩივაძის ოჯახის წევრები სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მოთხოვნებს უყენებს. 

ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის დროულ დადებას სთხოვს.

28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახის წევრი თეა ბალანჩივაძე აცხდებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელეს შეიტანენ.

"უკვე მერვე თვეა საქმეს იკვლევს რეგულირების სააგენტო და ვერ გავიგეთ ამდენი ხანი რატომ არ დგება იმ პირების პასუხისმგბელობის საკითხი, ვინც სრულიად ჯანმრთელი ინგა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ალბათ, ვფიქრობ რომ ხონელიძის კლინიკაში აწარმოებენ მოლაპარაკებას", – განაცხადა პრესკლუბ "მედიარუმში"  გამართულ ბრიფინგზე თეა ბალანჩივაძემ. 

ქუთაისელი ინგა ბალანჩივაძე, რვა თვის წინ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ კომაში  იმყოფებოდა.  ინგამ კომატოზურ ძილს თავი, ოპერაციიდან, ორ თვეში დააღწია. 

ორთვიანი კომისა და 8 თვიანი უმოძრაობის შემდეგ ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს. გოგონას სრულად გამოჯანმრთელების იმედს ის ოპერაცია იძლევა, რომელიც ერთი თვის წინ თურქეთში ჩაუტარდა. თუმცა,  პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

28 ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2018 წლის 11 მაისს, ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით ოპერაცია გაიკეთა.

კლინიკაში ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმტებით ჩაიარა, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, პაციენტი 3 თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

14 მაისს ინგა ქუთაისიდან, რეანომობილით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ის 44 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა პაციენტის მდგომარეობის კვლევა.

ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისში გაცემულ დასკვნაში ნათქვამია, რომ: თავის ტვინის ინფარქტი, პაციენტს ცერებრალური ვენების თრომბოზის გამო განუვითარდა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით (ენდობრონქიტი).

ოჯახის წევრებსაც ყველაზე მეტი კითხვა სწორედ სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან აქვთ. მათი ვარაუდით, ოპერაციის დროს პაციენტს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. 


ამავე თემაზე:

ძილში დარჩენილი პაციენტი - ოჯახი სამედიცინო პერსონალს უჩივის





Print