ახალი ამბები
24 ივლისს ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
იხილეთ ქუჩებისა და ობიექტების ჩამონათვალი:

მიმდინარე წლის 24 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ავტოქარხანაში" დაგეგმილი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 11000 აბონენტს ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში შემავალ ქუჩებს: ავტომშენებლის, ხარებავას, ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას, ბელინსკის, მუსხელიშვილის, ტოლბუხინის, ორახელაშვილის, ცოტნე დადიანის, დეპოს, ტოლსტოის, მესხის, ხმელნიცკის, ჩხობაძის, ცახელის, ბელიაშვილის, გუნიას, ლუქსემბურგის, სააკაძის, ფურცელაძის, ქიაჩელის, წმ. ლუკას (ე.წ. აგარაკების დასახლება) და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ ობიექტებს. მათ შორის ქუთაისის N2 საპყრობილეს, ო.ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოს, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას და სხვა საწარმოებს.

"აღნიშნული მომხმარებლები წინასწარ არიან გაფრთხილებული მოსალოდნელი გამორთვის შესახებ. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - აცხადებენ "ენერგო პრო-ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში. 

Print