ახალი ამბები
TI აუდიტის სამსახურს „პარკინგსერვისის“ საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" განცხადებით, ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს "პარკინგსერვისი" საბიუჯეტო ვალდებულებებს არ ასრულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კომპანიის საიჯარო ქირის დავალიანებამ 1 240 246 ლარს მიაღწია. ქუთაისის მერია კი ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციების გამოყენებისგან თავს იკავებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" აუდიტის სამსახურს "პარკინგსერვისის" საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.

შპს "პარკინგსერვისი" პარკინგის პრობლემას ვერ აგვარებს, თუმცა, ქუთაისში მანქანებით მოსარგებლეებს ჯარიმის სახით წელიწადში საშუალოდ 200 000 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო, პროცესის ადმინისტრირებაზე წელიწადში დაახლოებით 370 000 ლარი იხარჯება. მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს პარკინგსერვისის საქმიანობა მისი დაფუძნების დღიდან, ისევე როგორც მერიისა და კომპანიის ურთიერთობა და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმე გადასცეს სამართალდამცავ სტრუქტურებს,"–ნათქვამია კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სამწლიანი ფუნქციონირების მიუხედავად "პარკინგესრვისი" ქალაქში ვერც პარკინგის პრობლემას აგვარებს.



Print