ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახური - 2014 წელს ბიზნესმა მოგება ნახა
FaceBook
ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შემოწმება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურმა მიმდინარე წლის მაისში ჩაატარა.

ქუთაისის სამაწარმეო ობიექტებმა 2014 წელს მოგება ნახეს. წარმოების სფეროში - 75%, ვაჭრობა - 80% და მომსახურება 86% - ასეთი შედეგები აჩვენა მერიის მიერ გამოკითხული 300 საწარმოსა და 3 279 სუბიექტის შუალედურმა შედეგებმა. ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შემოწმება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურმა მიმდინარე წლის მაისში ჩაატარა.
ავეჯი, ხორც-პროდუქტები, ხორბლის გადამუშავება, ლუდი და უალკოჰოლო სასმელები, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, სამშენებლო დანადგარები - ეს სხვა წარმოების სფეროს ბიზნესში შედის, ხოლო სამომსახურებოში - სასტუმროები, საზკვება, ავტომომსახურება, ვალუტი გადაცვლის პუნქტები, სილამაზის სალონი, ინდკერვა და სხვადასხვა ობიექტები.
კვლევის მიზანი იყო ქუთაისში არსებული საწარმოების პრობლემების შესწავლა მათივე გამოსწორების მიზნით. ჩატარებული კვლევით ბიზნესობიექტების სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა.

თეკლე მორგოშია
Print