ახალი ამბები
ჩარკვიანზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა
FaceBook
თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს, დავით გორგოძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გორგოძის წინააღმდეგ პროკურატურამ აღვეთის ღონისძიების ყველაზე მსუბუქი ზომა, გირაო მოითხოვა, თუმცა, დაკავებულს პატიმრობაში ყოფნა გირაოს სრულად გადახდამდე მოუწევს.

გირაოს თანხას 1000 ლარამდე შემცირებას ითხოვდა დაცვის მხარე, თუმცა, სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გორგოძემ გირაო 25 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 იანვარს გაიმართება.

თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავს ორი დღის წინ დაესხნენ.
Print