ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლო თაკო ჩარკვიანის ცემის საქმეს განიხილავს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თაკო ჩარკვიანისა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტზე დაკავებულის დავით გორგოძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი დვალიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავს ორი დღის წინ დაესხნენ.


Print