ახალი ამბები
იმერეთში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა ორ მილიონ ლარს გადააჭარბა
FaceBook
იმერეთში ორდღიანი სტიქიის შედეგად მიღებულმა ზარალმა 2 448 000 ლარი შეადგინა, თუმცა, ეს საბოლოო მონაცემები არ არის.
იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის თქმით, ზარალის დათვლა გრძელდება.

"მოქალაქეები დაზიანებების შესახებ ინფორმაციას დღესაც აწვდიან მერიებსა და შესაბამისი ტერიტორიული მართვის ორგანოებს. ინფორმაცია ყოველ საათში იცვლება და შესაძლოა, ზარალის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს",–ამბობს შავლეგო ტაბატაძე.

ზარალს ამ დრომდე ითვლიან ქუთაისის მერიაშიც. თვითმმართველობაში ჯერ არ იციან, დაახლოებით, რამდენი შეადგინა ზარალმა.

ორდღიანი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის მერია დაზარალებულ მოსახლეობას გადასახურ მასალას ურიგებს.


სტიქიის შედეგები ქუთაისში ნახეთ აქ.



Print