ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლო მერაბ კვირიკაშვილის საქმეს განიხილავს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,  მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა გრძელდება.

ბრალდების მხარის მოწმე, ექსპერტი დავით გველესიანი, პროცესზე გამოუცხადებლობის გამო,  დისტანციური წესით დაიკითხება.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მიმართ 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე დასასრულს უახლოვდება.

ექსპერტების დაკითხვის შემდეგ,  სასამართლო დასკვნით სიტყვაზე გადავა. პროცესზე სულ ხუთი ექსპერტი უნდა დაიკითხოს.

2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.
Print