ახალი ამბები
პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ქუთაისში გაიმართოს
FaceBook
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, შესაძლოა, ქუთაისში გაიმართოს.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი თბილისში არ ჩატარდება, ხოლო ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, განსახილველ ქალაქებს შორის არის ქუთაისი.  

"ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში ინფორმაციას ინაუგურაციის ქუთაისში ჩატარებაზე არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ  გადაწყვეტილი არაფერია.

"ჯერჯერობით არფერია გადაწყვეტილი. როცა გადაწყდება, ყველას ერთად ეცნობება," – აცხადებენ შტაბში.

ფიცის დადების ცერემონიალის სხვა ქალაქში ჩატარება, შესაძლოა, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდებოდეს.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 59.55 % მიიღო.

იმერეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებიდან, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, პროცენტულად ყველაზე ცოტა ამომრჩეველმა  (51.28%) მხარი ქუთაისში დაუჭირა. 
Print